ვაგიფ მუსტაფა-ზადე
ვაგიფ მუსტაფა-ზადე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1940 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
გარდ. თარიღი | 16 დეკემბერი, 1979 (39 წლის) |
გარდ. ადგილი | ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ |
დასაფლავებულია | იასამალის სასაფლაო |
საიტი | vagif.musigi-dunya.az |
ვაგიფ მუსტაფა-ზადე ვიკისაწყობში |
ვაგიფ აზიზ ოღლუ მუსტაფა-ზადე (აზერ. Vaqif Əziz oğlu Mustafazadə; დ. 16 მარტი, 1940, ბაქო — გ. 16 დეკემბერი, 1979, ტაშკენტი) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ჯაზის კომპოზიტორი და პიანისტი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1979), აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაგიფ აზიზ ოღლუ მუსტაფა-ზადე დაიბადა 1940 წლის 16 მარტს, ბაქოში, მედიცინის მაიორის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, მის აღზრდას შეუდგა დედამისი, რომელიც ასწავლიდა აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკას. 1957 წელს ვაგიფმა ჩააბარა ა. ზეინალლის სახელობის ბაქოს მუსიკალურ სასწავლებელში. სწავლობდა მუსლიმ მაგომაევთან ერთად. ვაგიფ მუსტაფა-ზადე ხიბლავდა თავის მსმენელს თავისი თვითყოფადობით, ვირტუოზული შესრულების ტექნიკით, თავისებური ჰარმონიით. მან პირველმა გამოიყენა აზერბაიჯანული კოლორიტი, მუღამი და გახდა აზერბაიჯანული ჯაზის ფუძემდებელი.