სიყვარული ყველას უნდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიყვარული ყველას უნდა
ჟანრი მუსიკალური კომედია
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი ლეილა ბეროშვილი
როლებში გივი ბერიკაშვილი
კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი
ხმის ოპერატორი გურამ შუბლაძე
ოპერატორი ჯიმშერ ქრისტესაშვილი, ნიკოლოზ სუხიშვილი
მხატვარი გიორგი მიქელაძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1980
ხანგრძლივობა 84 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

„სიყვარული ყველას უნდა“ — რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის მუსიკალური კომედია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურნუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურნუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენიმეჯერ გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]