არქტიკული ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არქტიკული ოლქიზღვის ერთ-ერთი ზოოგეოგრაფიული ოლქი. არქტიკულ ოლქსა და ბორეალურ ოლქს შორის საზღვარი ატლანტის ოკეანის მხრიდან გადის ლაბრადორიდან გრენლანდიის კიდემდე და შემდეგ კოლის ნახევარკუნძულამდე, წყნარ ოკეანეში კი — ბერინგის სრუტის მიდამოში.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქტიკული ოლქის ცხოველები

არქტიკული ოლქის ფაუნა მრავალფეროვანია, შეიცავს 3000-ზე მეტ სახეობას. მათ შორის აღსანიშნავია ფსკერის ფორამინიფერები (200-ზე მეტი სახეობა), ღრუბლები (150-მდე სახეობა), ჰიდროიდული პოლიპები და მედუზები (100-ზე მეტი სახეობა), მრავალჯაგრიანი ჭიები (300-მდე სახეობა), ხავსელები (300-მდე სახეობა), კიბოსნაირებიდანნიჩაბფეხიანები (100-მდე სახეობა), ტოლფეხიანები და ამფიპოდები (500-მდე სახეობა), მოლუსკები (300-მდე სახეობა), კანეკლიანები (80-მდე სახეობა).

თევზებიდან არქტიკული ოლქიდან ყველაზე დამახასიათებელია ორაგულისებრნი, სიგისებრნი, ვირთევზასებრთა ზოგიერთი წარმომადგენელი, კამბალისებრნი, აგრეთვე ფსკერის პატარა თევზები — ლიპარისები, ლიკოდები და სხვ.

არქტიკულ ოლქში ბევრია ძუძუმწოვრებიც. ფარფლფეხიანებიდან საყურადღებოა გრენლანდიის ჩვეულებრივი და ქოჩორა სელაპები, მორჟი ანუ ლომვეშაპი, რომლებსაც სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ვეშაპებიდან აღსანიშნავია გრენლანდიური ვეშაპი, რომლის სიგრძე 24 [[მეტრი|მ], ხოლო წონა 100 ტონას აღწევს.ფართოდაა გავრცელებული მარტოკბილა ანუ ნარვალი, თეთრი დელფინი. არქტიკული ოლქის ყინულებში მრავალგან გვხვდება თეთრი დათვი, ალაგ-ალაგ ყარსაღიც.

სანაპირო ზონაში მრავლად ბუდობენ ნაირგვარი ფრინველები, რომლებიც ქმნიან „ფრინველთა ბაზრებს“. მათ შორის არიან ბატასინები, ალკევები, კაირები, თოლიები და სხვ.

შესწავლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქტიკული ოლქის შესწავლა დაიწყო აკადემიკოსმა კ. ბერმა 1887 წელს, ხოლო მისი შესწავლა გაღრმავდა საბჭოთა პერიოდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]