შინაარსზე გადასვლა

მედუზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია მედუზების შესახებაა. მითოლოგიური პერსონაჟის შესახებ, იხილეთ მედუზა (მითოლოგია); საინფორმაციო სააგენტოს შესახებ, იხილეთ Meduza; სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ მედუზა.
მედუზები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Medusozoa

მედუზებიზღვის ნაწლავღრუიანთა თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი თაობა. წარმოიქმნებიან უსქესო თაობის ინდივიდების — პოლიპების დაკვირტვით. დამახასიათებელია სციფოიდური პოლიპებისათვის (ჰიდრისა და ზოგი ლეპტოლიდის გარდა). ზოგ ნაწლავღრუიანს, თაობათა მორიგეობა არ ახასიათებს და მედუზები კვერცხიდან ვითარდებიან. სასქესო უჯრედები წყალში იყრება, აქვე ხდება მათი განაყოფიერება და განვითარება (სციფომედუზებსა და ზოგ ჰიდრომედუზას ახასიათებს შინაგანი განვითარება). არიან რბილსხეულიანი წყლის ცხოველები, რომლებსაც გააჩნიათ არასასიამოვნო საცეცები და ქოლგის ფორმის ჟელატინის ზარები. ძირითადად გვხვდება ფერადი მედუზები თუმცა არსებობენ მოთეთრო ფერისანიც. ისინი ბინადრობენ ყველა ოკეანეში და ღრმა ზღვაში. მედუზები ასხივებენ ტოქსინებს, რაც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არსებობს მედუზების სხვადასხვა სახეობა და თითოეულ სახეობას გააჩნია თვისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ერთ-ერთი გამორჩეული სახეობისაა Turritopsis Nutricula, რომელიც ბინადრობს კარიბის აუზში. როგორც მეცნიერები თვლიან, მედუზის ეს სახეობა უკვდავია და არასდროს არ კვდება თავისი სიკვდილით. ამ სახეობის მედუზები დიდი ზომებით არ გამოირჩევიან, მათი დიამეტრი 4-5 მმ-ს აღწევს. მეცნიერები თვლიან რომ ამ სახეობის მედუზებს „უკვდავებას“ სძენს რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების უნარი.

მედუზას არ აქვს ტვინი, გული და თვალები, მისი სხეულის 90%-ზე მეტი წყლისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ამ უჩვეულო უხერხემლოს მსოფლიოს ყველა ოკეანეში შეხვდებით, ფსკერიდან ზედაპირამდე. მათ შორის ყველაზე დიდი მედუზაა ლომის ფაფარი, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან, ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში ბინადრობს. მისი საცეცები 36,5 მეტრია.