ტოლფეხიანები
გარეგნობა
ტოლფეხიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Porcellio scaber | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Isopoda | ||||||||||||
|
ტოლფეხიანები (ლათ. Isopoda) — უმაღლესი კიბოსნაირების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 0,1—27 სმ აღწევს, ზურგ-მუცლის მიმართულებით შებრტყელებულია. აქვთ მჯდომარე თვალები. მკერდის კიდურების პირველი წყვილი ყბაფეხებადაა გარდაქმნილი, დანარჩენი 7 — დაახლოებით ერთნაირია. მუცლის კიდურები ფირფიტოვანია და ნაწილობრივ ლაყუჩებადაა ქცეული. გული მუცლის განყოფილებაშია. განვითარება ძირითადად პირდაპირია. რიგში 4500-მდე სახეობაა, უმთავრესად გავრცელებულია ზღვაში, აგრეთვე მტკნარ წყალსა და ხმელეთზე. ზოგი სახეობით თევზები იკვებებიან, ზოგი — მავნებელია, აზიანებს ბადეებსა და შიგ გაბმულ თევზებს, ხრავს ნავსადგურის ხის ნაგებობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 15.