ლაბრადორის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაბრადორის ნახევარკუნძული
Labrador-Peninsula.PNG
მდებარეობა ჩრდილოეთი ამერიკა
აკვატორია ჰუდსონის ყურე, ჰუდსონის სრუტე, ლაბრადორის ზღვა, წმინდა ლავრენტის ყურე
კოორდინატები 53° ჩ. გ. 66° ა. გ. / 53° ჩ. გ. 66° ა. გ. / 53; 66
ფართობი 1,400,000 კმ²
ქვეყანა კანადის დროშა კანადა

ლაბრადორის ნახევარკუნძული — ვრცელი ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადის აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით მას ერტყმის ჰუდსონის ყურე, ჩრდილოეთით — ჰუდსონის სრუტე, აღმოსავლეთით — ლაბრადორის ზღვა და სამხრეთ-აღმოსავლეთით — წმინდა ლავრენტის ყურე.

ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 1 400 000 კმ²-ს, მოსახლეობა კი 150 000 ადამიანს (2006).

1499 წელს, მეფე მანუელ I-მა, ჟუან ფერნანდეს ლავრადორს მისცა უფლლება, გამოეკვლია ეს ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას მას ტორდესილასის ხელშეკრულება არ აძლევდა. სწორედ მის პატივსაცემად ქვია ნახევარკუნძულს ეს სახელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]