ყარსაღი
| ყარსაღი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ყარსაღი | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Vulpes lagopus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 899 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ყარსაღი (ლათ. Vulpes lagopus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 46–68 სმ აღწევს, წონა 2,9–9,4 კგ-მდე. კუდის სიგრძე 30 სმ-ია.[1] აქვს მომრგვალებული ყურები, მოკლე დინგი და ბეწვით შემოსილი თათები. შეფერილობა დამოკიდებულია „თეთრი“ ან „ლურჯი“ ფერის ფაზაზე. თეთრი ფაზის ინდივიდი ზაფხულში მონაცრისფრო-ყავისფერია, ხოლო ზამთარში თეთრი, მაშინ როდესაც ლურჯ ფაზაში ყოფნისას ზაფხულში მონაცრისფროა, ხოლო ზამთარში რუხი-ლურჯი. დღის ნებისმიერ დროსაა აქტიური. გავრცელებულია ცირკუმპოლარულად ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი გავრცელების არეალი მოიცავს: გრენლანდიას, ისლანდიას, ფენოსკანდიას, შპიცბერგენს, იან-მაიენსა (სადაც მასზე ნადირობდნენ გადაშენებამდე)[2] და ბარენცის ზღვის სხვა კუნძულებს, ჩრდილოეთ რუსეთს, ბერინგის ზღვის კუნძულებს, ალასკას და კანადას — შორს სამხრეთით ჰუდსონის ყურემდე. XIX საუკუნის ბოლოს, შეიყვანეს ალეუტის კუნძულებზე. ზოოპარკში ცოცხლობს 10 წლამდე; ველურ ბუნებაში დაახლოებით 3 წელი.[3] ყარსაღის ბუნებრივი მტერია მთის არწივი, თეთრი დათვი, სამურავი, ჩვეულებრივი მელა, მგელი და გრიზლი.
