გრენლანდიური ვეშაპი
იერსახე
| გრენლანდიური ვეშაპი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Balaena mysticetus | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 2467 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
გრენლანდიური ვეშაპი, პოლარული ვეშაპი (ლათ. Balaena mysticetus) — ძუძუმწოვარი ცხოველი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. აქვს 21 მ-მდე სიგრძის სხეული, ვეებერთელა თავი (სხეულის სიგრძის 1/3), გლუვი ყელი და მუცელი; პირის ღრუში მარჯვნიდან და მარცხნიდან ჩამოშვებულია „ვეშაპის ულვაშის“ 300-400 ფირფიტა, რომელთა სიმაღლე 4,5 მ აღწევს. იკვებება პატარა კიბოსნაირებით და ფრთაფეხიანი მოლუსკებით. შობს ერთ ნაშიერს (სიგრძე 4-5 მ). გრენლანდიური ვეშაპი ბევრგან მოისპო და ამჟამად იშვიათად თუ გვხვდება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებში. 1946 წლიდან მასზე ნადირობა აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 264.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
