მარტოკბილა
იერსახე
მარტოკბილა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Monodon monoceros (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 13704 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
![]() | |||||||||||||||||
|
მარტოკბილა, ნარვალი[1] (ლათ. Monodon monoceros) — ძუძუმწოვარი ცხოველი მარტოკბილასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 5-6 მ, მასა — 1 ტ აღწევს. აქვს მხოლოდ ზედა 2 კბილი, რომელთაგან მარცხენა ძლიერ ვითარდება და 3 მ-მდე სიგრძეს აღწევს. გავრცელებულია არქტიკის ზღვებში. იკვებება თავფეხიანი მოლუსკებით და თევზებით. ახალგაზრდა მარტოკბილა მოცისფრო-მორუხოა, ხანდაზმული — მუცლის მხრიდან მოთეთრო-მოყვითალო; ზურგის მხარეზე ხალები ემჩნევა. შობს 1 (იშვიათად 2) ნაშიერს, რომლის სიგრძე 1,5 მ აღწევს. ცხოვრობს ხროვად. ზოგან მარტოკბილას ხორცს ჭამენ და მის ტყავსა და კბილებს იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 461.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 611.