ლომვეშაპი
იერსახე
| ლომვეშაპი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Odobenus rosmarus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN Data Deficient : 15106 | ||||||||||||
| გავრცელება | ||||||||||||
|
| ||||||||||||
| ||||||||||||
ლომვეშაპი, მორჟი (ლათ. Odobenus rosmarus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლებიანების რიგისა. მამლის სხეულის სიგრძე 3,7 მ, მასა 1,5 ტ-მდე. დედლისა — 3,3 მ აღწევს, მასა 1,1 ტ-მდე. გავრცელებულია ირგვლივპოლარულად. შეფერილობა მოყვითალოა. ყურის ნიჟარები და კუდი არ აქვს. ხვადს უვითარდება გრძელი (72 სმ-მდე) ზედა ეშვები, რომელთა მასა 3 კგ აღწევს. იკვებება ფსკერის მოლუსკებით. მაკეობა გრძელდება 1 წლამდე. შობს 1 ნაშიერს, რომლის სხეულის სიგრძეა 1-1,2 მ, მასა 30 კგ-მდე. სარეწაო ობიექტია. იყენებენ ხორცსა და ცხიმს. კბილებისაგან ამზადებენ ნაირგვარ ნაკეთობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 127.
