სამხრეთ კორეის პრეზიდენტისამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალებისმთავარსარდალი. კონსტიტუციითა და 1987 წელს შესწორებული საპრეზიდენტო არჩევნების აქტით, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი, ფარული კენჭის ყრით. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. თუ ქვეყანაში შეიქნება საპრეზიდენტო ვაკანსია, მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 60 დღის ვადაში, რომლის დროსაც საპრეზიდენტო უფლებამოვალეობებს ასრულებს პრემიერ-მინისტრი ან კაბინეტის სხვა უპირატესი წევრი, რასაც არეგულირებს კანონი. ოფიციალური რეზიდენციაალურჯი სახლი.