ზანგეზურის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზანგეზურის ქედი
ზანგეზურის ქედი
ზანგეზურის ქედი
კოორდინატები: 39°09′ ჩ. გ. 46°00′ ა. გ. / 39.150° ჩ. გ. 46.000° ა. გ. / 39.150; 46.000
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
უმაღლესი წერტილი გაფიჯიღი
სიმაღლე 3904 
სიგრძე 130 კმ
ზანგეზურის ქედი — ამიერკავკასია
ზანგეზურის ქედი

ზანგეზურის ქედი (აზერ. Zəngəzur dağları; სომხ. Զանգեզուրի լեռնաշղթա) — ქედი ამიერკავკასიის მთიანეთში. გადაჭიმულია მერიდიანულად მდინარეების ტერტერისა და არფის ზემო დინებიდან მდინარე არაქსამდე, დაახლოებით 130 კმ-ზე, სიმაღლე 3904 მ-მდე (მთა გაფიჯიღი). ძირითადად აგებულია გრანიტებითა და გრანოდიორიტებით. დასავლეთი კალთები შემოსილია სტეპისა და ნახევრად უდაბნოს მცენარეულობით; აღმოსავლეთი კალთები — ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი) და სუბალპური მდელოებით. არის სპილენძისა და მოლიბდენის საბადოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]