ვიქტორ ამბარცუმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ ამბარცუმიანი
Վիկտոր Համբարձումյան դրոշմանիշ.jpg
დაბ. თარიღი 5 (18) სექტემბერი 1908[1]
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 აგვისტო 1996(1996-08-12)[1][2][3][4] (87 წელი)
გარდ. ადგილი ბიურაკანი, სომხეთი[5]
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ[6]
Flag of Armenia.svg სომხეთი[7][8]
სამეცნიერო სფერო ასტროფიზიკა
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Herzen University
განთქმული მოსწავლეები ვიქტორ სობოლევი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი
მამა ჰამაზასპ ამბარცუმიანი[9]
შვილ(ებ)ი Q13054552? და Rouben V. Ambartzumian
ჯილდოები სტალინური პრემია, ჟიულ ჟანსენის პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ბრიუსის მედალი, სომხეთის ეროვნული გმირი, ერევნის საპატიო მოქალაქე, სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, ჰელმჰოლცის მედალი, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, კოთენიუსის მედალი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნამგალი და ურო, შრომის წითელი დროშის ორდენი, სტალინური პრემია, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია და Janssen Medal
საიტი ambartsumian.ru
Viktor Hambardzumyan ვიკისაწყობში

ვიქტორ ამაზასპის ძე ამბარცუმიანი (სომხ. Վիկտոր Համբարձումյան; დ. 5 სექტემბერი/18 სექტემბერი, 1908, თბილისი — გ. 12 აგვისტო, 1996) — სომეხი მეცნიერი, თეორიული ასტროფიზიკის ერთ-ერთი დამაარსებელი[10], სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953, წევრ-კორესპონდენტი, - 1939), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943) და პრეზიდენტი (1947), სოციალისტური შრომის გმირი (1968), სსრკ III-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ამბარცუმიანმა 1946 წელს დააარსა ბიურაკანის ობსერვატორია[11][12]. იგი იყო სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეორე პრეზიდენტი (1947-1993) და ასევე 1961-დან 1964 წლამდე იმყოფებოდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბარცუმიანის გამოკვლევები შეეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფოზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეშე გარეგალაქტიკის ასტრონომიულ პრობლემებს. დაამუშავა პლანეტისებრი ნისლეულების სხივური წონასწორობის თეორია. წამოაყენა ახალი და არასტაციონარული ვარსკვლავების ზედაპირიდან ამოფრქვეული მატერიის მასის განსაზღვრის მეთოდი. განავითარა არასტაციონარული ვარსკვლავებიდან არასითბური პროცესების შედეგად ენერგიის გამოყოფის კონცეფცია. დაადგინა, რომ ცალკეული ვარსკვლავების გამოყოფის შედეგად ვარსკვლავთგროვები იშლება და ამის საფუძველზე შეაფასა ამ გროვათა ასაკი. გამოიკვლია (შ. გორდელაძესთან ერთად), რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქვა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით, რომელთა ზოგიერთი მახასიათებელი თვითონვე განსაზღვრა. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები - ვარსკვლავთა ასოციაციები. შეიმუშავა ბარიონული ვარსკვლავების თეორია. დაადგინა გალაქტიკების ბირთვების კოსმოგონიურუ აქტივობა, რომელიც გრანდიოზულ არასტაციონარულ მოვლენებს იქვევს. ამბარცუმიანის შეხედულებით, რადიოგალაქტიკები არის გიგანტი გალაქტიკების განვიტარების ხანმოკლე ეტაპი. ამბარცუმიანი საბჭოთა თეორიული ასტროფიზიკური სკოლის ფუძემდებელია, იყო უცხოეთის სხვადასხვა მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1950). სკკპ წევრი 1940 წლიდან. დაჯილდოებულია სამი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. http://www.britannica.com/EBchecked/topic/18816/Viktor-Amazaspovich-Ambartsumian
  3. http://link.springer.com/content/pdf/10.1007%2FBF02894658.pdf
  4. http://link.springer.com/content/pdf/10.1007/BF02894657.pdf
  5. http://titus.uni-frankfurt.de/curric/konftbil/posterfin/35_rischke_chubaryan_a1.pdf
  6. http://link.springer.com/article/10.1007%2FBF00934298
  7. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/europe/armenia/amfamous.htm
  8. http://www.nytimes.com/2014/01/07/science/space/halton-c-arp-astronomer-who-challenged-big-bang-theory-dies-at-86.html
  9. ჰამაზასპ ამბარცუმიანი შემოწმებული ოქტომბერი 3 2016:
  10. Blaauw, Adriaan (1997). "V. A. Ambartsumian (18 September 1908–12 August 1996)". Journal of Astrophysics and Astronomy (Indian Academy of Sciences) 18: 1–8. Bibcode 1997JApA...18....1B. .
  11. Israelian, Garik. "Obituary: Victor Amazaspovich Ambartsumian, 1912 [sic] – 1996". Bulletin of the American Astronomical Society 29 (4): 1466–1467. Bibcode 1997BAAS...29.1466I.
  12. "In Passing: Victor Amazaspovich Ambartsumian (1908–1996)". Journal of the Royal Astronomical Society of Canada 90: 351. 1996.