სამსარი
იერსახე
| სამსარი | |
|---|---|
მთის ხედი სამსრის ნამონასტრალიდან | |
| კოორდინატები: 41°31′58″ ჩ. გ. 43°40′18″ ა. გ. / 41.53278° ჩ. გ. 43.67167° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, წალკის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3285 მ |
| ქედი | სამსრის ქედი |
სამსარი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სამსრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3285 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. ვულკანური კონუსის შიგნით 3 კმ დიამეტრის კალდერაა, რომლის ფსკერი მოფენილია ძველმყინვარული მორენული მასალითა და ყინვისმიერი გამოფიტვის ლოდებით, რომელთა შორის გაბნეულია პატარ-პატარა ტბები. სამსარის კალთაზე გვხვდება მყინვარული ცირკი. მთა აგებულია ძველმეოთხეული გიალოდაციტებით, მოკლებულია მთლიან მცენარეულ საფარს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 33.