ყარადაღი
იერსახე
| ყარადაღი | |
|---|---|
მთა ყარადაღი (მარჯვნივ), ხედი ახალი ხულგუმოს სიახლოვიდან | |
| კოორდინატები: 41°33′51″ ჩ. გ. 43°44′22″ ა. გ. / 41.56417° ჩ. გ. 43.73944° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | წალკის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3047 მ |
| ქედი | სამსრის ქედი |
ყარადაღი — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ბურნაშეთის (მდინარე ქციის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3047 მ. ყარადაღი გუმბათისებრი მოყვანილობის ვულკანია. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 623.