ოლიგარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მმართველობის ფორმები
რედ.

ოლიგარქია (ბერძნ. ὀλιγαρχία; ὀλίγον „ოლიგონ“ — ცოტა და ἀρχή „არქე“ — ძალაუფლება) — მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მცირეთა მმათველობა ეს ფორმა საბრძნეთში საკმაოდ გავრცელებული იყო და გულისხმობდა, რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადების ელიტური ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატიული პრინციპით (ანუ მმართველობას ასრულებდნენ დიდგვაროვნნი), ან ტიმოკრატიული პრინციპით (როდესაც მმართველობას ახორციელებდნენ ის პირები, რომლებიც თვიანთი რეალური მდგომარეობით (ქონებით) იყვნენ გამორჩული საზოგადოებაში). ეს პოლიტიკური სისტემა საბერძნეთის არაერთ პოლისში მოქმედებდა ტერმინი პირველად გამოიყენეს ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელემ.