შინაარსზე გადასვლა

სამხედრო დიქტატურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხედრო დიქტატურადიქტატურის ფორმა, რომელშიც ძალაუფლებას აკონტროლებს ერთი ან მეტი სამხედრო ოფიცერი, რომელიც მოქმედებს სამხედროების სახელით. ამ სახის მმართველობა ყველაზე ხშირად ყალიბდება სამხედრო გადატრიალებით ან სამხედროების გაძლიერებით სახალხო აჯანყების გზით, საშინაო არეულობის ან არასტაბილური ვითარების დროს. სამხედროები ძალაუფლებას ესწრაფვიან „წესრიგის აღსადგენად“ ან „კორუფციასთან საბრძოლველად“, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ პირადი მოტივები, როგორიც იქნება დაფინანსების ზრდა ან სამხედროებზე სამოქალაქო კონტროლის შემცირება.