We Can't Dance

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
We Can't Dance
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 11 ნოემბერი, 1991
ჩაწერის თარიღი მარტი - სექტემბერი, 1991, სტუდია The Farm, სურეი
ჟანრი პოპ-როკი
არტ როკი
ხანგრძლივობა 1:11:31
ლეიბლი Atlantic Records
პროდიუსერი ჯენესისი, ნიკ დეივისი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Invisible Touch
(1986)
We Can't Dance
(1991)
The Way We Walk, Volume One: The Shorts
(1992)
სინგლები ალბომიდან We Can't Dance
  1. No Son of Mine
    გამოვიდა: 21 ოქტომბერი 1991
  2. I Can't Dance
    გამოვიდა: 30 დეკემბერი 1991
  3. Hold on My Heart
    გამოვიდა: 6 აპრილი 1992
  4. Jesus He Knows Me
    გამოვიდა: 13 ივლისი 1992
  5. Never a Time
    გამოვიდა: 5 ნოემბერი 1992
  6. Tell Me Why
    გამოვიდა:8 თებერვალი 1993
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
allmusic 3/5 stars [1]
Rolling Stone 3/5 stars [2]

We Can't Dance — ჯგუფ ჯენესისის 1991 წლის სტუდიური ალბომი. ეს არის ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი ფილ კოლინზთან ერთად. 1996 წელს მან ოფიციალურად დატოვა კოლექტივი, სანამ 2007 წელს ჯენესისი არ გაერთიანდა საიუბილეო ტურნესთვის Turn It On Again.

ალბომის SACD ვერსია გამოიცა 2007 წლის ოქტომბერში.

ისტორია[რედაქტირება]

We Can't Dance იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ხუთხწლიანი შესვენების შემდეგ. მან მიაღწია #1 ადგილს ბრიტანეთის, ხოლო #4 ადგილს - აშშ ჩარტში. მხოლოდ აშშ-ში გაიყიდა მისი 4 მილიონი ასლი.

ალბომში აგრეთვე შეტანილია დღეისთვის ჯგუფის რამდენიმე პოპულარული და ცნობილი სიმღერა „No Son of Mine“, „Hold on My Heart“, „I Can't Dance“ და „Jesus He Knows Me“. ორი უკანასკნელი სასაცილო ვიდეოკლიპების გამო გახდა ცნობილი.

ალბომში არ შეიტანეს ორი სიმღერა, „On the Shoreline“ და „Hearts on Fire“. ორივე გამოიცა სინგლების მეორე მხარეს.

ალბომის გამოსვლის შემდეგ, მთლიანად 1992 წელი ჯგუფმა გაატარა მსოფლიო ტურნეში, დისკის მხარდამჭერი კონცერტებით. ეს იყო ჯგუფის და ფილ კოლინზის უკანასკნელი მსოფლიო ტურნე, სანამ 2007 წელს იგი არ დაბრუნდა კიდევ ერთით - Turn It On Again Tour.

ფაქტები[რედაქტირება]

  • სიმღერის No Son of Mine სამუშაო სახელი იყო Elephantus - იმ უცნაური, სპილოს მსგავსი ხმის გამო, რომელსაც მაიკ რეზერფორდი გამოსცემდა გიტარის მეშვეობით.
  • სიმღერის „Tell Me Why“ სამუშაო სახელი იყო „Rickenbacker“, იმ გიტარის გამო, რომელიც გამოყენებულია სიმღერაში, ანუ 12 სიმიანი Rickenbacker-ის გამო. ამ ტიპის გიტარების ცნობილია თავისი უცნაური ჟღერადობით
  • „Since I Lost You“ არ არის დაკარგულ ურთიერთობებზე. იგი ფილ კოლინზმა დაწერა და მიუძღვნა ერიკ კლეპტონის დაღუპულ შვილს. 1991 წლის 20 მარტს ერიკის 4 წლის შვილი კონორი დაიღუპა, როდესაც გადმოვარდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბინიდან, 53 სართულიდან.
  • სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა იმპროვიზაციის შედეგად, სტუდიაში Farm Studio.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი და ფილ კოლინზი

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. No Son of Mine   6:39
2. Jesus He Knows Me   4:16
3. Driving the Last Spike   10:08
4. I Can't Dance   4:01
5. Never a Time   3:50
6. Dreaming While You Sleep   7:16
7. Tell Me Why   4:58
8. Living Forever   5:41
9. Hold on My Heart   4:37
10. Way of the World   5:38
11. Since I Lost You   4:09
12. Fading Lights   10:16
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. On the Shoreline (სინგლიდან I Can't Dance) 4:45
2. Hearts on Fire (სინგლიდან) 5:15

სამუშაო სათაურები[რედაქტირება]

  • Elephantus (No Son of Mine) – 6:39
  • Do the New One (Jesus He Knows Me) – 4:16
  • Irish (Driving the Last Spike) – 10:08
  • Blue Jeans, Heavy A Flat (I Can't Dance) – 4:01
  • B. B. Hit, Still Throwing It All Away (Never a Time) – 3:50
  • Rolling Toms (Dreaming While You Sleep) – 7:16
  • Rickenbacker (Tell Me Why) – 4:58
  • Hip Hop Brushes (Living Forever) – 5:41
  • Burt Bacharach (Hold on My Heart) – 4:37
  • Spaghetti West (Way of the World) – 5:39
  • Song for Conor (Since I Lost You) – 4:09
  • Nile (Fading Lights) – 10:17

პერსონალი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Land of Confusion
  2. No Son of Mine
  3. Driving the Last Spike
  4. Dance on a Volcano/Lamb/Firth of Fifth/I Know What I Like
  5. Hold on My Heart
  6. Throwing it All Away
  7. Fading Lights
  8. Domino
  9. Jesus He Knows Me
  10. Home by the Sea/Second Home by the Sea
  11. I Can't Dance
  12. Tonight Tonight Tonight
  13. Invisible Touch
  14. Turn It On Again
წინამორბედი:
Shepherd Moons - ენია
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
23 ნოემბერი 1991 – 29 ნოემბერი 1991
შემდეგი:
Dangerous - მაიკლ ჯექსონი
წინამორბედი:
Welcome to Wherever You Are - INXS
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
22 აგვისტო 1992 – 28 აგვისტო 1992
შემდეგი:
Best I - The Smiths

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Orens, Geoff. Album review, Allmusic.
  2. Manning, Kara (January 9, 1992). Album Review, Rolling Stone.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=We_Can%27t_Dance&oldid=2766581“-დან