სტივენ თომას ერლეუაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივენ თომას ერლეუაინი

სტივენ თომას ერლეუაინი, 2017
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1973 (1973-06-18) (50 წლის)
ენ-არბორი, მიჩიგანი
სხვა სახელები ტომ ერლეუაინი
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი
საქმიანობა მუსიკალური კრიტიკოსი
დამსაქმებელი AllMusic, თავისუფალი
ნათესავები მაიკლ ერლეუაინი (ბიძა)

სტივენ თომას „ტომ“ ერლეუაინი (ინგლ. Stephen Thomas Erlewine, დ. 18 ივნისი, 1973, ენ-არბორი, მიჩიგანი) — ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსი, AllMusic-ის მთავარი რედაქტორი. იგი არაერთი მუსიკოსის ბიოგრაფიის და AllMusic-ის მიმოხილვების ავტორია, ისევე, როგორც თავისუფალი მწერალი, რომელიც ხშირად წიგნების ანოტაციებს ამზადებს.[1] აგრეთვე არის ენ-არბორული ჯგუფ Who Dat?-ის ლიდერი და გიტარისტი[2].

სტივენი არის AllMusic-ის დამაარსებელ და ყოფილ მუსიკოს მაიკლ ერლეუაინის ძმისშვილი[3]. განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ძირითად მიმართულებად ინგლისური ენა აირჩია. 1993–1994 წლებში იყო The Michigan Daily-ს რედაქტორი მუსიკის სფეროში, შემდეგ კი - ამავე გამოცემის სამხატვრო ხელმძღვანელი (1994–1995). წვლილი აქვს შეტანილი მრავალ წიგნში, როგორიც არის All Music Guide to Rock: The Definitive Guide to Rock, Pop, and Soul და All Music Guide to Hip-Hop: The Definitive Guide to Rap & Hip-Hop.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტივენ თომას ერლეუაინის წვლილი AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2015.
  2. Who Dat? AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2015.
  3. ჯენკინსი, ტერი. მაიკლ ერლეუაინის ბიოგრაფია AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 2012-05-11.
  4. All Music Guide to Hip-Hop. Backbeat Books. Hal Leonard Books. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2011.