ჯერემი რენერი
| ჯერემი რენერი Jeremy Renner |
|
ჯერემი რენერი ოსკარის დაჯილდოებაზე |
|
| დაბადების სახელი | ჯერემი რენერი |
| დაბადების ადგილი | მოდესტო, კალიფორნია, აშშ |
| დაიბადა | 7 იანვარი 1971 |
| საქმიანობა | მსახიობი მუსიკოსი |
| შემოქმედების წლები | 1995–დღემდე |
ჯერემი რენერი (ინგლ. Jeremy Lee Renner; დ. 7 იანვარი 1971, მოდესტო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი და მუსიკოსი. კინოში გამოჩნდა უმეტესად 2000-იან წწ., სადაც ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. რენერი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ჯერემი რენერი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ მოდესტოში. იგი ვალერი კერლისა და ლი რენერის შვილია.[1] ჰყავს ხუთი უმცროსი ალალი ძმა. დაამთავრა ფრედ ბეიერის საშუალო სკოლა, რის შემდეგ სწავლა განაგრძო ორწლიანი კურსით ქალაქ მოდესტოში.[2] რენერმა კინოკარიერა დაიწყო როგორც ქარიზმატულმა ანტიგმირმა.[3] მას განსახიერებული აქვს მეჩვიდმეტე საუკუნის ვამპირის, შეიარაღებული ალკოჰოლიკის, სერიული მკვლელისა და სხვა როლები. რენერმა მონაწილეობა მიიღო ასევე სატელივიზიო პროექტებში: „ანგელოზი“, „დანაშაულის ადგილი“, „ექიმი ჰაუსი“ და სხვ. რენერმა კინოკრიტიკოსების მხრიდან ყურადღება მიიქცია შესრულებული როლებით ფილმებში: „დამერი“, „ნეო ნედი“. საყოველთაო პოპულარობა და აღიარება მოუტანა ფილმმა „ქარიშხლის მბრძანებელი“. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ჯერემი რენერი ნომინირებულ იყო ოსკარის პრემიაზე, როგორც საუკეთესო მსახიობი. 2011 წელს როლი მიიღო ბენ აფლეკის ფილმში „ქურდების ქალაქი“. შესრულებული როლისთვის რენერმა მეორეჯერ მიიღო ოსკარის პრემიაზე ნომინაცია.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | სახელი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1995 | უფროსი კლასის მოსწავლის მგზავრობა | დაგსი | |
| 1996 | ქაღალდის დრაკონები | – | |
| 2001 | თევზის კასრი | რემი | |
| 2002 | დამერი | ჯეფრი დამერი | |
| 2002 | მაიმუნის სიყვარული | დილი | |
| 2003 | ანგელოზთა ქალაქის სპეცნაზი | ბრაიან გემბლი | |
| 2004 | მატყუარა გრძნობები | ემერსონი | |
| 2005 | მცირეოდენი გასეირნება ზეცაში | ფრედი | |
| 2005 | ჩრდილოეთის ქვეყანა | ბობი შარპი | |
| 2005 | თორმეტი და ჰოლდინგი | გას მეიტლანდი | |
| 2005 | ნეო ნედი | ნედი | |
| 2005 | დოგთაუნის მეფეები | ჯეის მენეჯერი | |
| 2007 | 28 კვირის შემდეგ | სერჟანტი დოილი | |
| 2007 | აიღე | საული | |
| 2009 | ქარიშხლის მბრძანებელი | სერჟანტი უილიამ ჯეიმსი | |
| 2010 | ქურდების ქალაქი | ჯეიმს კაფლინი | |
| 2011 | თორი | კლინტ ბარტონი | |
| 2011 | შეუსრულებელი მისია:ფანტომის პროტოკოლი | ბრანდტი | |
| 2012 | ჯადოქარზე მონადირეები | ჰენსელი | |
| 2012 | შურისმაძიებლები | ||
| 2012 | დიდი გამყინვარება:კონტინენტური დრეიფი | გატი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Pardee, Thomas. “Actor Jeremy Renner escapes injury as huge tree topples“, The Modesto Bee, Saturday, January 5, 2008. წაკითხვის თარიღი: February 25, 2010.
- ↑ Staff writers. “Oscar Nominee Renner: 'It's Awesome. Really Awesome': Modesto actor nominated for best actor in 'The Hurt Locker'“, The Modesto Bee, February 2, 2010. წაკითხვის თარიღი: February 25, 2010.
- ↑ "Jeremy Renner"