სოფიო ბააზოვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფიო აბრამის ასული ბააზოვა (დ. 25 დეკემბერი, 1909, 7 იანვარი, 1910, ქ. ბელაია-ცერკოვი, კიევის ოლქი — გ. 1990), ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი. 1959-1985 იყო ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგიური განყოფილების გამგე, 1985-იდან კონსულტანტია. დაამუშავა ჰემიპარეზების თბილისის თერმულ-გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ფიზიობალნეოლოგიური მკურნალობის მეთოდები. შეისწავლა კიბერნეტიკული ანალიზის მნიშვნელობა პროგნოზისა და რეაბილატაციისათვის ნერვული სისტემის დაავადებების საკურორტო ფაქტორებით მკურნალობის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]