ჯეიმზ ჰარინგტონი
| ჯეიმზ ჰარინგტონი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1611 |
| დაბადების ადგილი | აპტონი |
| გარდაცვალების თარიღი | 11 სექტემბერი, 1677 |
| გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
| საქმიანობა | მწერალი, პუბლიცისტი, ახალი თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის იდეოლოგი. |
| ეროვნება | ინგლისელი |
ჯეიმზ ჰარინგტონი (დ. 7 იანვარი, 1611, აპტონი — გ. 11 სექტემბერი, 1677, ლონდონი), ინგლისელი პუბლიცისტი, ახალი თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის იდეოლოგი.
თავის ნაწარმოებებში გამოდიოდა ინგლისში ფეოდალური მონარქიის აღდგენის საშიშროების წინააღმდეგ. შეიმუშავა ბურჟუაზიული თავადაზნაურული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ასეთი რესპუბლიკა მას მიაჩნდა სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად, რომელიც დაიცავდა ინგლისის XVII საუკუნის ბურჟუაზიული რევოლუციის მონაპოვარს როგორც ფეოდალური არისტოკრატიისა და სტიუარტების, ისე ფართო სახალხო მასების თავდასხმებისაგან. 1658-1660 წლებში ხელმძღვანელობდა იმ რესპუბლიკურ ჯგუფს, რომელიც მისი კონსტიტუციის გატარებას ცდილობდა. იყენებდა ფ. ბეკონის ინდუქციურ მეთოდს, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს და მისი დაწესებულებების ფორმები დამოკიდებულია საზოგადოებაში საკუთრების განაწილებაზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 11, გვ. 603, თბ., 1987
სტატიის