აპოლინარ ჭეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ჭეიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჭეიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

აპოლინარ (შოთა) სიმონის ძე ჭეიშვილი (დ. 7 იანვარი, 1893, სტავროპოლი — გ. 30 მაისი, 1975, თბილისი) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1942), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1916 წ. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1930–1950 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. ერთდროულად განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის, ხოლო 1956–1970 ტრავმატოლოგიის კეთედრებს. შეისწავლიდა ნაწლავთა გაუვალობის, რეგენერაციისა და სამედიცინო კიბერნეტიკის საკითხებს. 1947 წლიდან იყო სკკპ წევრი. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]