ალექსანდრე კარპინსკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე კარპინსკი
KarpinskyAP-1933-.jpg
ალექსანდრე პეტრეს ძე კარპინსკი
დაბადების თარიღი:

26 დეკემბერი 1846 (7 იანვარი 1847)

დაბადების ადგილი:

სოფ. ტურინსკიე რუდნიკი, ახლანდელი ქალაქი კრასნოტურინსკი, სვერდლოვსკის ოლქი

გარდაცვალების თარიღი:

15 ივლისი 1936

გარდაცვალების ადგილი:

მოსკოვი

მოქალაქეობა:
Flag of Russia.svg
რუსეთი
სსრკ
სსრკ
სამეცნიერო სფერო:

გეოლოგია

ალმა-მატერი:

პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი

ცნობილია როგორც:

რუსეთის გეოლოგიის „მამად“ შერაცხული

ალექსანდრე პეტრეს ძე კარპინსკი (რუს. Карпинский, Александр Петрович; დ. 26 დეკემბერი 1846 (7 იანვარი 1847) სოფ. ტურინსკიე რუდნიკი, ახლანდელი კრასნოტურინსკი, სვერდლოვსკის ოლქი — გ. 15 ივლისი 1936, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოლოგიური კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1882; 1885-1903 დირექტორი, 1903-1929 საპატიო დირექტორი). გეოლოგიის გამოჩენილი მკვლევარი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

  • 1866 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი;
  • 1877-1896 წწ. იყო იმავე ინსტიტუტის პროფესორი;
  • 1886 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტად;
  • 1889 წელს - ექსტრაორდინარულ,
  • 1896 წელს - ორდინარულ აკადემიკოსად.

1916 წლიდან ასრულებდა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას, 1917 წლიდან სიკვდილამდე იყო მისი პირველი არჩევითი პრეზიდენტი.

[რედაქტირება] სამეცნიერო შრომები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარპინსკის შრომები ტექტონიკის, პალეოგეოგრაფიის და პალეონტოლოგიის დარგში. კარპინსკიმ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა რუსეთში ქანების კვლევის მიკროსკოპული მეთოდი.

კარპინსკის გეოლოგიური რუკები საფუძვლად დაედო სასარგებლო წიაღისეულის ძებნის საქმეს. გეოლოგიური შრომებისათვის კარპინსკის მიენიჭა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონსტანტინეს მედალი (1892), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის კიუვიეს სახელობის პრემია (1922).

გეოლოგიის დარგში თვალსაჩინო შრომებისათვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ 1946 წელს დააწესა კარპინსკის სახელობის პრემია და ოქროს მედალი. 1899-1936 წწ. იყო მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.

[რედაქტირება] ხსოვნა

კარპინსკის სახელი ეწოდა ქალაქს სვერდლოვსკის ოლქში, ვულკანს კურილის კუნძულებზე, მთას ჩრდილოეთ ურალში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ მუზეუმს ლენინგრადში და სხვ.

კარპინსკი დაკრძალულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.

[რედაქტირება] თხზულება

  • Собр. соч., т. 1—4, М. — Л., 1939—49.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 415, თბ., 1980 წელი.
  • Личков Б. Л., Карпинский и современность, М. — Л., 1946;
  • Александр Петрович Карпинский. Библиографический указатель трудов, М. — Л., 1947;
  • Белянкин Д. С., Петрографические исследования А. П. Карпинского и его направление в петрографии, в кн.: Очерки по истории геологических знаний, в. 1, М., 1953;
  • Борисяк А. А., Александр Петрович Карпинский, в кн.: Люди русской науки, [кн. 2], М., 1962.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე