ბერა ივანიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი.jpeg
ბერა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1994 (1994-12-23) (19 წლის)
პარიზი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
რეპი
საქმიანობა მომღერალი
მუსიკოსი
კომპოზიტორი
აქტიური 2010 — დღემდე
საიტი http://beraofficial.com/

ბერა ივანიშვილი (დ. 23 დეკემბერი, 1994) — ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. მისმა პირველმა სინგლმა, „Favorite Things“, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს — „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. კლიპი გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.

ბერას მომდევნო სინგლმა — „Don't Worry“, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე „Summertime“.

2011 წლის შემოდგომაზე, ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა კლიპი „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი კლიპის — „გპირდების“ პრემიერა.

2012 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.

დააარსა ტელეკომპანია GDS TV.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]