აბიბოს დიაკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბიბოს დიაკონი
გარდაიცვალა დაახლ. 250
ხსენების დღე ახ. სტილით - 19 სექტემბერი ძვ. სტ. (6 სექტემბერი)

აბიბოს დიაკონი – წმინდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 19 სექტემბერი ძვ. სტ. (6 სექტემბერი).

მოწამეები: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ არ უარყვეს ქრისტიანობა მმართველ ვალერიუსის წინაშე, რისთვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.