ჰააფსალუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰააფსალუ ესტონეთის სიდიდით მეხუთე ქალაქია ტალინის, ტარტუს, ნარვას და პიარნუს შემდეგ–მოსახლეობით 12 500. მდებარეობს ჩრდილო–დასავლეთ ესტონეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ჰააპსალუს კონცხზე, რომელიც ზღვაში ღრმად იჭრება. დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც საეპისკოპოსოს ცენტრი. კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ეპისკოპოსის სასახლე, რომლის თანამედროვე სახე XVI საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქის შუა საუკუნეების კედლების ფრაგმენტები, ქალაქის თავის საგუსაგო კოშკი და მთელ ბალტიისპირეთში ერთადერთი ნავიანი ეკლესია მისი მრგვალი საკურთხევლით (XIV საუკუნე).

1775 წელს აგებულ ხის ერთსართულიან შენობაში, რომელიც ადრე ქალაქის რატუშას წარმოადგენდა, დღეს განლაგებულია ქალაქის მუზეუმი. ქალაქი მდიდარია ხის ძველი სახლებით, რომელნიც უპირატესად ძველ უბნებშია კონცენტრირებული. ჰააფსალუს ხედები ფართოდაა ცნობილი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული შვედრი მხატვრის ილონ ვიკლანდის მიერ, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო წიგნების ცნობილი ილუსტრატორი იყო.

ცნობილია რკინიგზის სადგურის ისტორიული შენობა. (1904. არქ. კ. ვერჰეიმი). მისი ნაწილია ე.წ. „იმპერიული პავილიონი“, სადაც თანამედროვე რკინიგზის მუზეუმია გახსნილი. სამგზავრო ბაქანთან ერთად მისი სიგრძე 216 მ–მდე იზრდება და ამდენად, სწორედ აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო ბაქანი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე