რაკვერე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
რაკვერე
Rakvere
|
რაკვერე (Rakvere) — ქალაქი ჩრდილოეთ ესტონეთში. ლიაენე-ვირუმაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ფინეთის ყურიდან დაშორებულია 20 კმ–ით.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
რაკვერე პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. მთა ვალიმიაგაზე XIII საუკუნის ციხე-დარბაზის ნანგრევებია.
ტარვას ქანდაკება [რედაქტირება]
რაკვერე ცნობილია ტარვას ქანდაკებით, რომელიც წარმოადგენს პირველყოფილი ძროხის დიდ ფიგურას. ქანდაკების ავტორია ესტონელი მოქანდაკე ტაუნო კანგრო. ის უდიდესი ბალტიისპირეთში ცხოველის უდიდესი ძეგლია.
ის შეიქმნა ქალაქის 700 წლის იუბილესთვის და დგას მთა ვალიმიაგაზე. ტარვას ქანდაკება გრანიტის კვარცხლბეკიანად სიგრძით შვიდი, ხოლო სიმაღლით ოთხი მეტრია და დაახლოებით 7 ტონას იწონის. ძეგლი ბრინჯაოთია დამზადებული.
იმ კომპანიების და ადამიანის სახელები, რომლებმაც დააფინანსეს ქანდაკების შექმნა, ამოკვეთილია გრანიტის კვარცხლბეკზე.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
კუოპიო, ფინეთი
ლაპეენრატა, ფინეთი
ლაპუა, ფინეთი
სიგტუნა, შვედეთი
ცესისი, ლატვია
პანევეჟისი, ლიტვა
ლიუტენბურგი, გერმანია
სენაკი, საქართველო
სოლნოკი, უნგრეთი
ვიშგოროდი, უკრაინა
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||
|
||||||||||