კეილა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
კეილა
|
კეილა (გერმ. Kegel)— ქალაქი ესტონეთის ჩრდილო-დასავლეთში. კეილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე კეილაზე. მოსახლეობა - 9 400 ადამიანი (2010). ქალაქში არსებობს მსუბუქი მრეწველობის და კვების საწარმოები. კეილა ცნობილია XIII საუკუნიდან.
[რედაქტირება] ქალაქის შესახებ
ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ ტალინის დასავლეთით 25 კმ-ის დაშორებით. საერთო ფართი 10 46 კმ². მისი დიდი ნაწილი დასახლებულია, დანარჩენი კი დაფარულია ტყეებით და მდელოებით. კეილის ყველა სამრეწველო საწარმო განლაგებულია ქალაქის გარეუბანებში.