ვილიანდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვილიანდი ესტონეთის ქალაქია 20 700 მოსახლით. მდებარეობს სამხრეთ ესტონეთში. დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც ტევტონთა ერთ–ერთი რეზიდენცია ესტონეთში. ცნობილია ვილიანდის ციხე–სიმაგრე, რომელიც თავის დროზე ერთ–ერთი უძლიერესი იყო მთელ ჩრდილოეთ ევროპაში. უმოწყალოდ განადგურდა ჩრდილოეთის ომისას. დღეს ამ ციხიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. 1931 წელს ციხე–სიმაგრის წინ არსებულ თხრილზე ქვეითთა დაკიდული ხიდი აიგო.

ნანგრევების გვერდით XV საუკუნის დროინდელი წმ. იოანეს ეკლესია (იაანი კირიკ) მდებარეობს. თავდაპირველად იგი აშენდა როგორც ფრანცისკანული სააბატო, შემდეგ რამდენიმე ხანს წმ. პავლეს ეკლესია იყო. ძველ ქალაქში შემორჩენილია რამდენიმე ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დროინდელი შენობა, ყოფილი აფთიაქის (1779–1780) ჩათვლით, რომელშიც დღეს ვილიანდის მუზეუმი მდებარეობს. ფუნქციონალური სტილის შესანიშნავი ნიმუშია 1931 წელს აგებული რატუშა. (არქ. ი. ფუკსი). ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ესტონეთის სიდიდით მეორე ტბა ვილიანდიიარვი, რომელიც სამრეწველო და ტურისტულ–რეკრეაციული მიზნებით გამოიყენება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე