მუსტვეე
|
ქალაქი
მუსტვეე
Mustvee
|
მუსტვეე (ესტ. Mustvee, 1923 წლამდე ჩიორნი პოსადი, ჩერნო, ჩერნა, ჩიორნიე გორი[1]) — ქალაქი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში იიგევამაას მაზრაში ჩუდ-ფსკოვის ტბის ნაპირზე (აქვს ნავსადგურიც). არის დამოუკიდებელი საქალაქო მუნიციპალიტეტი და არ შედის არცერთი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
XX საუკუნის დასაწყისში მუსტვეეში მდებარეობდა შვიდი საეკლესიო ნაგებობა. მათგან ამჟამად მხოლოდ ოთხი შემორჩა: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია), სამების ერთმორწმუნეობრივი ეკლესია, ძველმართლმადიდებლური ეკლესია და ლუთერანული ეკლესია. ქალაქში ასევე არის ბაპტისტების სამლოცველო სახლი.
ესტონეთში ძველმართლმადიდებლური[3] რწმენის ერთ–ერთი ცენტრი. XVIII საუკუნეში სოფელი დასახლებული იყო უმეტესწილად რუსი ფედოსეეველებით და პომორებით, რომლებიც რელიგიურ დევნას გამოექცნენ. პომორების ძველმართლმადიდებლური თემი დღესაც არსებობს მუსტვეეში. ადგილობრივი ძველმართლმადიდებლების ყოფითი ცხოვრების გაცნობა შესაძლებელია ქალაქის მუზეუმში.
1950—1959 წლებში მუსტვეე იყო მუსტვეს რაიონის ცენტრი.
მრეწველობა [რედაქტირება]
ქალაქში წარმოდგენილია მსუბუქი მრეწველობა.
მოსახლეობა [რედაქტირება]
| წელი | 1897 | 1922 | 1934 | 1939 | 1959 | 1970 | 1979 | 1989 | 2000 | 2010 | 2012 |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მოსახლეობა | 2893 | 2745 | 2841 | 2485 | 2325 | 2227 | 2087 | 1990 | 1744 | 1592 | 1451 |
ნაციონალური შემადგენლობა (2000): რუსები — 57,05 %, ესტონელები — 40,73 %.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
ქალაქის მუზეუმის გარდა მუსტვეეში ასევე არის სასწორების მუზეუმი, სადაც ამ ექსპოზციბის რაოდენობა ასს აჭარბებს.
ღირსშესანიშნაობებს ასევე მიეკუთვენბა კალევიპოეგის ერთ–ერთი ქვა და მგლოვიარე გოგონას ქანდაკება(1973, ელმარ რებანე).
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||||
|
||||||||||