პალდისკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პალდისკი
Paldiski
პალდისკის შუქურა
პალდისკის შუქურა
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა ჰარიუმაა
კოორდინატები 59°21′ ჩ. გ. 24°03′ ა. გ. / 59.350° ჩ. გ. 24.050° ა. გ. / 59.350; 24.050
ადრეული სახელები რაგვერიკი, ბალტიისკი
ქალაქი 1783  წლიდან
ფართობი 34 კმ²
მოსახლეობა 4 372 კაცი (2010)
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი http://www.paldiski.ee

პალდისკი მდებარეობა ესტონეთი

Red pog.svg

პალდისკი (ესტ. Paldiski) — ქალაქი და ბალტიის ზღვის პორტი ჩრდილო-დასავლეთ ესტონეთში, პაკრის ნახევარკუნძულზე. თავდაპირველად ის შვედური დასახლება რაგვერიკი იყო, რომელიც XVIII საუკუნეში რუსეთის ფლოტის ბაზა გახდა. 1762 წელს რუსებმა მას ბალტიისკი პორტი (Балтийский Порт) უწოდეს. 1933 წლამდე ესტონურად ქალაქი ბალტიისკი ერქვა, რაც შეცივალა უფრო ესტონური გამოთქმა პალდისკით.

ისტორია[რედაქტირება]

1962 წელს პალდისკი საბჭოთა ფლოტის წყალქვეშა ბირთვული საწვრთნელი ცენტრი გახდა. ხმელეთზე განლაგებული ორი ბირთვული რეაქტორითა და დასაქმებული 16 000 ადამიანით ის უდიდესი შესაძლებლობების იყო მსგავს ცენტრებს შორის მთელს საბჭოთა კავშირში. ასეთი მნიშვნელობის გამო, მთელი ქალაქი დახურული იყო და გარს ეკლიანი მავთული ერტყა, სანამ 1994 წლის აგვისტოში მას უკანასკნელი რუსული სამხედრო გემი დატოვებდა. რუსეთმა ბირთვული რეაქტორების კონტროლზე საბოლოო უარი 1995 წლის სექტემბერში თქვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]