ალმერე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ალმერე — ახალი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდში, ფლევოლანდის პროვინციაში, ლელისტადისა და ზევოლდეს მეზობლად. ალმერეს მუნიციპალიტეტი მოიცავს რამდენიმე რაიონს.
ალმერე ნიდერლანდების ყველაზე ახალი ქალაქია. პირველი სახლი 1976 წელს აშენდა, 1984 წელს კი დასახლება მუნიციპალიტეტი გახდა. 191 495 მოსახლით (2011) იგი უმსხვილესი მუნიციპალიტეტია ფლევოლანდის პროვინციაში, ნიდერლანდებში კი მე-7.
ალმერე სამხრეთ ფლევოლანდის პოლდერშია გაშენებული. დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება მარკერმერის ტბა, ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქი ლელისტადი, აღმოსავლეთით ქალაქი ზევოლდე, სამხრეთით კი გოიმერის ტბა. შედგება 6 რაიონისგან (ნიდერლ. stadsdelen).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- (ნიდერლანდური) Gemeente Almere (official website)
- Gemeente Almere (English language section of the official website)
- Free foundation with a critical view about Almere
- (ნიდერლანდური) Geheugen van Almere (people's stories about Almere)
- Oldest location in Almere