ასტრიდ ლინდგრენი
| ასტრიდ ლინდგრენი | |
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| გარდაცვალების თარიღი: | |
| ეროვნება: |
შვედი |
| საქმიანობა: |
მწერალი |
| Magnum opus: |
”პეპი გრძელწინდა”, ”სახურავის ბინადარი კარლსონი” და ”ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი” |
| ჟანრი: |
საბავშვო წიგნები და მოთხრობები |
| დებიუტი: |
Britt-Marie lättar sitt hjärta |
ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (შვედ. Astrid Anna Emilia Lindgren; დ. 14 ნოემბერი, 1907 – გ. 28 იანვარი, 2002), იყო შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნის და ფილმის სცენარის ავტორობა. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ და „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“.
სექციების სია |
[რედაქტირება] ცხოვრება
[რედაქტირება] სმოლანდი
ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.
თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.
თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარული გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).
[რედაქტირება] შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისი
ბავშვობაში ასტრიდს მოიცავდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. სწორედ კრისტინმა გააცნო მას საოცარი სამყარო, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზღაპრების კითხვისას.
ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.
16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა საყვარელი შვილი და იძულებული იყო, დროებით გაეშვა იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) ჩამოიყვანა დანიიდან ლარსი.
[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია
ყველაზე ცნობილი წიგნები და სერიები
- პეპი გრძელწინდა (შვედ.: Pippi Långstrump)
- კარლსონი (შვედ.: Karlsson på taket)
- ემილი ლიონებერგიდან (შვედ.: Emil i Lönneberga)
- გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი (შვედ.: Mästerdetektiven Blomkvist)
- მადიკენი
- ყაჩაღის ასული რონია (შვედ.: Ronja rövardotter)
- ''ჩვენც სალტკროკელები ვართ (შვედ.: Tjorven på Saltkråkan)
- ბულერბიელი ბავშვები (შვედ.: Barnen i Bullerbyn)
- მიო, ჩემო მიო (შვედ.: Mio, min Mio)
- ძმები ლომგულები (შვედ.: Bröderna Lejonhjärta)
- მაწანწალა რასმუსი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Astrid Lindgren's works — Official site produced by license holders
- (ინგლისური) Astrid Lindgren — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- Astrid Lindgren's World — Amusement Park official site
- Astrid Lindgrens Näs — Official site produced by the Astrid Lindgren-museum and culture center Astrid Lindgrens Näs in Vimmerby
- Astrid Lindgren — Right Livelihood Award (1994)
- Astrid Lindgren — A fan site
- Astrid Lindgren (1907-2002) — Biography of Astrid Lindgren. Includes bibliography, with date and English translation of title.
- Astrid spacecraft description — NASA's National Space Science Data Center site
- Astrid Lindgren - Astrid Lindgren's Profile on FamousAuthors.org