რკინის კაცი 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რკინის კაცი 3“
ჟანრი სუპერგმირული ფილმი
რეჟისორი შეინ ბლეკი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
ჯონ ფავრო
სცენარის ავტორი შეინ ბლეკი
დრიუ პირსი
ისტორია რკინის კაცი
სტენ ლი
ლერი ლიბერი
ჯეკ კირბი
როლებში რობერტ დაუნი უმცროსი
გვინეტ პელტროუ
დონ ჩიდლი
ბენ კინგსლი
გაი პირსი
ენდი ლო
ოპერატორი ჯონ ტოლი
მონტაჟი ჯეფრი ფორდი
სტუდია Marvel Studios
DMG Entertainment
Fairview Entertainment
დისტრიბუტორი Walt Disney Pictზures
გამოსვლის თარიღი
  • 26 აპრილი, 2013 (2013-04-26) (ბრიტანეთი)
  • 3 მაისი, 2013 (2013-05-03) (აშშ)
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი [1]
შემოსავალი 1.2 მილიარდი დოლარი[2]
წინა რკინის კაცი 2

რკინის კაცი 3 (ინგლ. Iron Man 3, სტილიზებული, როგორც Iron Man Three) — 2013 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელშიც მოთხრობილია Marvel Comics-ის პერსონაჟ რკინის კაცის თავგადასავლები. ფილმის პროდიუსერია კევინ ფაიგი (Marvel Studios). დისტრიბუტორია Walt Disney Studios Motion Pictures. იგი არის ფილმების რკინის კაცი და რკინის კაცი 2 გაგრძელება და მეშვიდე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროს ციკლში, რიგით პირველი ძირითადი ფილმი 2012 წლის წარმატებული შურისმაძიებლების შემდეგ. ფილმის სცენარიის ავტორები არიან შეინ ბლეკი და დრიუ პირსი. ამბავი ნაწილობრივ ეფუძნება კომიქსის „Extremis“ სიუჟეტს, რომელიც უორენ ელისს ეკუთვნის. ჯონ ფავრო, პირველი ორი ფილმის რეჟისორი, ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია. ტონი სტარკის როლს კვლავ ასრულებს რობერტ დაუნი უმცროსი.

ფილმის რკინის კაცი 2 2010 წლის მაისში გამოსვლის შემდეგ ფავრომ გადაწყვიტა რეჟისორის სახით არ დაბრუნებულიყო, ამიტომ 2011 წლის თებერვალში პროექტს შეუერთდა ბლეკი, რომელსაც უნდა შეეცვალა სცენარი და ფილმი გადაეღო. 2012 წლის აპრილსა და 2012 წლის მაისში შედგა ფილმის მსახიობთა გუნდი. კინგსლი, პირსი და ჰოლი დაემატნენ მთავარი როლების შესასრულებლად. გადაღება დაიწყო 2012 წლის 23 მაისს, უილმინგტონში (ჩრდილოეთ კალიფორნია). დამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა ფლორიდაში, ჩინეთსა და ლოს-ანჯელესში. ფილმის ვიზუალური ეფექტები შეიქმნა რამდენიმე კომპანიის მიერ, მათ შორის იყვნენ Scanline VFX, Digital Domain და Weta Digital.

რკინის კაცი 3 გადაყვანილი იქნა 3D ფორმატში წარმოების შემდგომ პერიოდში. მისი პრემიერა გაიმართა პარიზში, 2013 წლის 14 აპრილს, თეატრში Grand Rex საერთაშორისო პრემიერა გაიმართა 2013 წლის 25 აპრილს IMAX-ში. 2013 წლის 3 მაისს ფილმი გამოვიდა აშშ-ში.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Schaefer, Sandy. ‘Iron Man 3′ Begins Production; Secures Increased Budget. Screen Rant. ციტირების თარიღი: March 10, 2013.
  2. Iron Man 3 (2013). Box Office Mojo. Amazon.com.