ქრისტეს სამსჭვალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეს სამსჭვალი

ქრისტეს სამსჭვალი ლურსმანი რომლითაც იესო ქრისტე იყო გაკრული ჯვარზე. მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვწამს რომ იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ოთხი ასეთი სამსჭვალი. მას შემდეგ რაც უფალი ჯვარს აცვეს გავიდა რამდენიმე საუკუნე და ბიზანტიის იმპერატომა კონსტანტინემ მოისურვა ცხოველმყოფელი ჯვრის მოძიება. როდესაც მიადგნენ ადგილს სადაც სავარაუდოდ იყო ჯვარცმული უფალი, იქ აღმოოჩნდა რამდენიმე ჯვარი, სასწაულის შედეგად მიხვდნენ თუ რომელი იყო ის რომელზედაც ევნო მაცხოვარი. იმ ჯვართან აღმოჩენილი სამსჭვალიდან ოთხიდან ერთი IV საუკუნეში გამოუგზავნა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ახლად გაქრისტიანებულ მეფე მირიანს. როგორც ამას ქართლის ცხოვრებაში ლეონტი მროველი მოგვითხრობს.