ევოდი (სამოცდაათთაგანი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
წმინდა მოციქული ევოდი - სამოცდაათ მოციქულთაგანი, ხსენების დღე (ონისიფორესთან ერთად) არის ძველი სტილით 7 სექტემბერი, ახალი სტილით - 20 სექტემბერი. პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 2 იანვარს) ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს:
|
„„მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.“
|
წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
ლიტერატურა[რედაქტირება]
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი
|
|||||||