ანდრონიკე (სამოცდაათთაგანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრონიკე მოციქული წმინდა ათანასესთან და წმინდა იუნიასთან

მოციქული ანდრონიკე (ბერძნ. Ανδρόνικος ) - ქრისტეს მოციქული, პანონიის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 მაისი, ახალი სტილით - 30 მაისი.

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I საუკუნე) წმინდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში:

ვიკიციტატა
„„კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7).“

წმინდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმინდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.

V საუკუნეში იმპერატორების არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.