სოკრატემდელი ფილოსოფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოკრატემდელი ფილოსოფოსებისა და მოაზროვნეების კავშირების გრაფიკული გამოსახულება

სოკრატემდელი ფილოსოფოსები მოღვაწეობდნენ სოკრატემდე ან მის პერიოდში, თუმცა იმჟამად გაბატონებული დოგმები შედარებით ადრე განვითარდა.

ხშირად ძნელია ზოგიერთ სოკრატემდელთა მიერ გამოყენებული ფაქტობრივი არგუმენტის ძაფის განსაზღვრა, რომლითაც ისინი გარკვეულ შეხედულებებს იცავდნენ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მათგანმა მნიშვნელოვანი ტექსტები შექმნეს, დღემდე ვერცერთმა სრული ფორმით ვერ მოაღწია. ყველაფერი, რაც გვაქვს, გვიანდელ ფილოსოფოსთა, ისტორიკოსთა ციტირებების შედეგია. შიგადაშიგ ტექსტუალური ფრაგმენტებიც შემორჩა.

სოკრატემდელი ფილოსოფოსები უარყოფდნენ ტრადიციულ მითოლოგიურ ახსნას მათ ირგვლივ არსებული ფენომენისთვის და მას გაცილებით უფრო რაციონალური შეხედულებებით ცვლიდნენ. ზოგიერთი მათგანის მთავარი რიტორიკული კითხვები იყო:

  • საიდან მოდის ყველაფერი?
  • რისგან არის ის სინამდვილეში შექმნილი?
  • როგორ ავსხნათ ბუნებაში არსებულ საგანთა სიმრავლე?
  • როგორ შეიძლება ბუნება ავხსნათ მათემატიკურად?

ჯგუფის დანარჩენები წევრები ყურადღებას ამახვილებდნენ პრობლემათა და პარადოქსების ახსნაზე, რაც გვიანდელი მათემატიკის, მეცნიერებისა და ფილოსოფიის შესწავლის ბაზისი გახდა. რა თქმა უნდა, ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსთა მიერ შემოთავაზებული კოსმოლოგიები თანამედროვე მეცნიერებმა განაახლეს, ხოლო გვიანდელმა ფილოსოფოსებმა მათ მიერ მოწოდებული პასუხები უარყვეს, თუმცა სოკრატემდელ ფილოსოფოსთა მიერ დასმული შეკითხვები მუდამ რჩებოდა მრავალი მეცნიერების შესწავლის ქვაკუთხედად.

ფილოსოფოსთა და სკოლათა ჩამონათვალი[რედაქტირება]

ტრადიციული შეხედულებით სოკრატემდელ ფილოსოფოსთა და მიმდინარეობათა სია:

თალესი (დაახლ. ძვ. წ. 585)
ანაქსიმანდრე (ძვ. წ. 610—547)
ანაქსიმენე (ძვ. წ. 585—525)
პითაგორა (ძვ. წ. 582—496)
ალკმეონ კროტონელი
არიქიტე (ძვ. წ. 428—347)
ქსენოფანე (ძვ. წ. 570—470)
პარმენიდე (ძვ. წ. 510—440)
ძენონ ელეელი (ძვ. წ. 490—430)
ფილოლაოსი (ძვ. წ. 480—405)
მელისე სამოსელი (დაახლ. ძვ. წ. 470-?)
ემპედოკლე (ძვ. წ. 490—430)
ანაქსაგორა (ძვ. წ. 500—428)
ლევკიპე (ძვ. წ. მე-5 ს., ზუსტი თარიღები უცნობია)
დემოკრიტე (ძვ. წ. 460—370)
პროტაგორა (ძვ. წ. 481—420)
გორგია (ძვ. წ. 483—375)
თრასიმაქე
კალიკლე
კრიტიასი
პროდიკე (ძვ. წ. 465—390)
ჰიპია (ძვ. წ. 485—415)
ანტიფონე (ძვ. წ. 480—411)
უცნობი იამბლიქოსი

სხვა ადრეული ბერძენი ფილოსოფოსები[რედაქტირება]

სოლონი (ძვ. წ. 594)
ხილონი (ძვ. წ. 560)
თალესი (ძვ. წ. 585)
ბიას პრიენელი (ძვ. წ. 570)
კლეობული (ძვ. წ. 600)
პიტაკუს მითილინელი (ძვ. წ. 600)
პერიანდრი (ძვ. წ. 625-585)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Hussey, Edward, The Pre-Socratics, in series, Classical Life and Letters, G. Duckworth & Co., London, 1972. N.B.: A study of Pre-Socratic philosophy within the intellectual culture of Greek and other Antiquity. ISBN 0-7156-0824-X
  • Luchte, James, Early Greek Thought: Before the Dawn, in series, Bloomsbury Studies in Ancient Philosophy, Bloomsbury Publishing, London, 2011. ISBN 978-0567353313

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]