მატერიალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატერიალიზმი (ლათ. მატერიალის „საგნობრივი, ნივთიერი“) — ფილოსოფიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველადია მატერია, რეალური სამყარო, მეორადი კი — გონი, შემეცნება. ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთობაში დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრისაა იდეალიზმი, რომელიც სულის (შემცნების, გონების) პირველადობას ქადაგებს. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო არავის შეუქმნია, არსებობდა მარად და ყველგან, დროსა და სივრცეში. ამით მატერიალიზმი უპირისპირდება რელიგიას, რომლის მოძღვრებითაც ყოველი არსი ღმერთმა შექმნა. მატერიალიზმმა საუკუნეების განმავლობაში გაიარა განვითარების მრავალი საფეხური (ჰერაკლიტე, თალესი, ანაქსიმენე, ანაქსაგორე, დემოკრიტე, ეპიკურე, ლუკრეციუსი — ანტიკურ ფილოსოფიაში, ფრენსის ბეკონი, ჰობზი, ტოლანდი, სპინოზა, დიდრო, ჰოლბახი, ჰელვეციუსი, ფოიერბახი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Buchner, L. (1920). [books.google.com/books?id=tw8OuwAACAAJ Force and Matter]. New York, Peter Eckler Publishing Co.
  • Churchland, Paul (1981). Eliminative Materialism and the Propositional Attitudes. The Philosophy of Science. Boyd, Richard; P. Gasper; J. D. Trout. Cambridge, Massachusetts, MIT Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]