მატერია (ფილოსოფია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატერია (ლათ. māteria – ნივთიერი) — მატერიალური ფილოსოფიის ძირითადი ცნება, რომლის მიხედვითაც მატერია წარმოადგენს სამყაროს სუბსტანციას (საწყისს), რომელიც არ წარმოშობილა და არ ისპობა, მარადიულად მოძრაობს დროში და სივრცეში, განიცდის განვითარებას და ამ განვითარების შედეგს წარმოადგენს. ამდენად, ცნობიერება მაღალგანვითარებული მატერიის ანუ ადამიანის ტვინის გამოვლენაა და არ არსებობს არავითარი ცნობიერება და არავითარი იდეები მატერიის გარეშე, ამ შეხედულებას არ იზიარებს არც სუბიექტური და არც ობიექტური იდეალიზმი. მათი აზრით, ყოვლად დაუშვებელია სულის და ცნობიერების ახსნა მატერიით, სული ზემატერიალური იდეალური არსია და მისი საწყისი არამატერიალურ ღვთაებრივ საწყისში უნდა მოიძებნოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 240