მილეტის სკოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილეტის ადგილმდებარეობა

მილეტის სკოლა — ძველი ბერძნული ფილოსოფიის პირველი გულუბრყვილო მატერიალისტური სკოლა. წარმომადგენლები არიან: თალესი, ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე (სახელწოდება მიიღო იონიის ქალაქ მილეტის მიხედვით).

მილეტის სკოლით ფაქტობრივად იწყება ძველი ბერძნული ფილოსოფია, რადგან იგი თვალხილული მოვლენების მრავალფეროვნების მიღმა ეძიებდა მათგან განსხვავებულ საგანთა არსს. მილეტის სკოლა სამყაროს ცოცხალი მთელის სახით განიხილავდა. ცოცხალსა და არაცოცხალს, ფსიქიკურსა და ფიზიკურს განასხვავებდა მხოლოდ მეტ-ნაკლები გასულიერების მიხედვით.

თვით გასულიერებას (სული) მილეტის სკოლა მიიჩნევდა პირველადი ნივთიერების ფაქიზ და მოძრავ სახეობად.

მილეტის სკოლამ დიდი გავლენა მოახდინა ძველი ბერძნული მატერიალისტური ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]