ანაქსიმანდრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანაქსიმანდრე მილეტელი

ანაქსიმანდრე მილეტელი (ძვ. ბერძნ. Ἀναξίμανδρος, დ. ძვ. წ. 610 — გ. ძვ. წ.547/540) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, ნატურფილოსოფიის მილეტის სკოლის წარმომადგენელი, თალესის მოწაფე. იგი ითვლება პირველი ბერძნული პროზად დაწერილი ნაწარმოების ავტორად („ბუნებაზე“, ძვ. წ. 547).

ანაქსიმანდრეს რუკა, რომელზეც აღნიშნულია მდ. ფაზისიც

ანაქსიმანდრე ასევე ითვლება მატერიის შენახვის კანონის პირველ შექმნელად. საბერძნეთში მან პირველმა დამონტაჟა გნომონი - უმარტივესი მზის საათი. ასევე ითვლება, რომ ანაქსიმანდრემ შექმნა პირველი დედამიწის გლობუსი.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვიდას მიხედვით:

  • ბუნების შესახებ (Περὶ φύσεως)
  • დედამიწის ირგვლივ (Γῆς περίοδος)
  • უძრავ სხეულებზე (Περὶ τῶν ἀπλανῶν)
  • სფერო (Σφαῖρα)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: