ფორმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფორმა (ლათ. forma – სახეობა) — მრავალმნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა დარგებში ფართოდ გამოიყენება ამა თუ იმ მოვლენისა თუ საგნის აღსანიშნავად.

ფორმა მცენარეთა და ცხოველთა შიგასახეობრივი სახესხვაობაზე დაბალი ტაქსონომიური კატეგორიაა; ბოტანიკოსები ზოგჯერ ტერმინ ფორმას ტაქსონის, ე.ი. ყოველგვარი რანგის სისტემატიკური ერთეულის სინონიმად იყენებ, ზოოლოგები — ვარიეტეტის სინონიმად.

ბიოლოგიურ ლიტერატურაში ხმარობენ აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმების ზრდისა და განვითარების ცალკეული ეტაპებისა და თავისებურებების აღსანიშნავად (მაგ. : მცენარეების სეზონური ფომრები, ცოცხალი ორგანიზმების ეკოლოგიური, არქაული, პროგრესული, სპეციალიზრბული და მრავალი სხვა ფორმა).

გეოგრაფიაში ამ ტერმინით შეიძლება აღინიშნოს მაგალითად რელიეფის ესა თუ ის განსაკუთრებული ტიპის მორფოლოგიური იერი და შესაბამისად ამ ტიპს რელიეფის ფორმა ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]