თალესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თალეს მილეთელი

თალეს მილეტელი (ძვ. ბერძნ. Θαλῆς ὁ Μιλήσιος; დ. ≈ ძვ. წ. 624 — გ. ≈ 546), ასევე თალეს მილესელისოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი და შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთი. მრავალი მეცნიერი მას ბერძნული ტრადიციის პირველ ფილოსოფოსად და ასევე მეცნიერების მამად მიიჩნევს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

თალესი დაიბადა მილეტში (ახლანდელ თურქეთში) ძვ. წ. 624 წელს და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 546 წელს. თალესი იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის იყო ბერძნული ფილოსოფიის დამფუძნებელი. სავარაუდოდ ის ანაქსიმანდრეს მასწავლებელი იყო. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა მსოფლიო იყო წყალი. ასევე მან მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მან ასევე წამოაყენა აზრი რომ ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები. თალესმა ამით ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს, რაციონალიზმის პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე. ამან გამოიწვია სწრაფი ზრდა აზრისა სხვა სამყაროების არსებობაზე. თალესმა ასევე იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ძვ. წ. 585 წელს. თალესის არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს მასზე და მის ნაშრომებზე. პროკულუსი წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში.

აღმოჩენები[რედაქტირება]

  • 5 თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან.
  • წრე ორად იყოფა ნებისმიერი დიამეტრის მიერ
  • ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია
  • მართობულად გადაკვეტილი წრფეების ყველა კუთხე ტოლია
  • ორი სამკუთხედი ტოლია თუ მათი ორი კუთხე და ერთი გვერდი ტოლია
  • კუთხე ნახევარწრეში არის მარჯვენა კუთხე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]