არისტოტელიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არისტოტელიზმი, ამა თუ იმ სახით არისტოტელეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების აღიარება. არისტოტელეს მერყეობა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის საშუალებას იძლეოდა, რომ მისი მოძღვრება ერთმანეთისაგან განსხვავებულ მიმართულებებს გამოეყენებინათ.

არისტოტელეს გაცლენა განიცადა ჰერიპატეტიკოსთა სკოლამ, არაბულმა (ალკინდი, იბნ რუშდი და სხვა) და ებრაულმა (მაიმონიდი და სხვა) ფილოსოფიამ. აღმოსავლეთ სქოლასტიკაში არისტოტელიზმი ნეოპლატონზმსა და არეოპაგიტიკასთან ერთად გავრცელდა, დასავლეთში კი ერთპიროვნულად გაბატონდა XIII საუკუნიდან, რასაც დიდად შეუწყვეს ხელი ალბერტ დიდმა და თომა აკვინელმა.

საქართველოში არისტოტელიზმის გავლენა III საუკუნიდან (კოლხეთის სკოლა) დასტურდება და აპოგეას აღწევს XI-XII საუკუნეებში. ითარგმნება არისტოტელე და მისი განმმარტებლები (პორფირიოსი, ამონიოს ჰერმია), კრიტიკულად განიხილავენ და სწავლობენ არისტოტელეს მოძღვრებას (იოანე პეტრიწი). არისტოტელიზმი აისახა ლიტერატურაშიც (ჩახრუხაძე).

ახალი ფილისოფიის მესიტყვეები (ფრანსის ბეკონი, პიერ გასენდი და სხვა) იცნობდნენ სქოლასტიზებულ არისტოტელიზმს და იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. შემდგომ კვლავ იზრდება არისტოტელიზმის გავლენა. ნეოსქოლასტიკისა და ნეოთომიზმის გარდა, რომელთა ფილოსოფიის საფუძველი გაყალბებული არისტოტელეა, მის გავლენას განიცდიდნენ ფილიპ მელანქთონი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ფირდრიხ ტრენდელენბურგი, ვილჰელმ ვინდელბანდი, ჰაინრიხ რიკერტი, ემილ ლასკი, ნიკოლაი ჰარტმანი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • თევზაძე გ., ქსე, ტ. 1, გვ. 572, თბ., 1975