კატეგორია (ფილოსოფია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კატეგორია (ბერძნ. katēgoria აზრის გამოთქმა, მტკიცება)– ცოდნის ფორმა, რომელშიც გამოითქმება სინამდვილის სხვადასხვა კავშირები, მიმართულებები, თვისებები და კანონზომიერებები. ამ გაგებით კატეგორია არის ზოგადი ცნება. არსებობს ერთეული და წყვილადი კატეგორიები, ერთუეული კატეგორიებია: მატერია, მოძრაობა, დრო, სივრცე, ცნობიერება, ყოფიერება და სხვა. წყვილადი კატეგორიებია: ერთეული და ზოგადი, ფორმა და შინაარსი, არსება და მოვლენა, შესაძლებლობა და სინამდვილე, აუცილებლობა და შემთხვევითობა და სხვა. წყვილადი კატეგორიები, ერთიმეორის გარეშე არ მოიაზრებიან, ისინი ერთიმეორეს მოითხოვენ და აპირობებენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 240
სტატიის