სინიტირო ტომონაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინიტირო ტომონაგა
Tomonaga.jpg
სინიტირო ტომონაგა
დაიბადა 31 მარტი, 1906
კიოტო
გარდაიცვალა 8 ივლისი, 1979
ტოკიო
საქმიანობა ფიზიკა

სინიტირო ტომონაგა (იაპონ. 朝永 振一郎; დ. 31 მარტი, 1906, კიოტო — გ. 8 ივლისი, 1979, ტოკიო) — იაპონელი ფიზიკოსი. დაამთავრა კიოტოს უნივერსიტეტი (1929). 1932-იდან მუშაობდა ფიზიკისა და ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ი. ნიშინას ხელმძღვანელობით, 1937-1939 — ლაიფციგში ვერნერ ჰაიზენბერგთან. 1941-იდან ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი. მისი უმთავრესი შრომები ეხება ნეიტრონების თეორიას, მაგნეტიზმისა და ველის კვანტურ თეორიას. ტომონაგას ეკუთვნის ტალღური ველების კვანტური თეორიის რელატივისტურად ინვარიანტული ფორმულირება. ნობელის პრემია (1965), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1971).

ლიტერატურა[რედაქტირება]