ლუკინო ვისკონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვისკონტი, ლუკინო)
ლუკინო ვისკონტი
დაბადების სახელი Luchino Visconti di Modrone
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1906
მილანი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 1976 (69 წლის)
რომი, იტალია
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1943–1976
სხვა ჯილდოები ვერცხლის ლომი
1957 — თეთრი ღამეები
ოქროს პალმის რტო
1963 — ლეოპარდი

ლუკინო ვისკონტი დი მოდრონე (იტალ. Luchino Visconti di Modrone; დ. 2 ნოემბერი, 1906 — გ. 17 მარტი, 1976) — იტალიელი თეატრისა და კინოს რეჟისორი.[1], ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისკონტი არისტოკრატების ოჯახიდან იყო. მისი მამა, ჰერცოგი ჯუზეპე ვისკონტი სპექტაკლებს დგამდა ლა სკალაში. 1930 წელს ვისკონტი პარიზში რეჟისორ ჟან რენუარის ასისტენტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვისკონტი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, შედიოდა ანტიფაშისტურად განწყობილ კინოკრიტიკოსთა ჯგუფში. კინოში მუშაობდა დაიწყო 1936 წელს. პირველი ფილმი „სიგიჟე“ გადაიღო 1943 წელს ჯეიმზ კეინის რომანის „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ მიხედვით. „სიგიჟე“ და მომდევნო ფილმი „მიწა ცახცახებს“ ნეორეალიზმის ნიმუშებია. ეს უკანასკნელი რეჟისორმა სიცილიაში გადაიღო და მასში მხოლოდ არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ.

ამის შემდეგ ვისკონტიმ პროლეტარიატის თემა გვერდით გადადო და გადაიღო რიგი რეალისტური ფილმებისა: „ულამაზესი“ (1951) ანა მანიანის მონაწილეობით, „როკო და მისი ძმები“ (1960) ალენ დელონის მონაწილეობით და „დიდი დათვის ნისლიანი თანავარსკვლავედი“ (1965) კლაუდია კარდინალეს მონაწილეობით. ვისკონტის მწვერვალად ითვლება ჯუზეპე ტომაზ დე ლამპედუზას რომანის „ლეოპარდის” ეკრანიზაცია. ფილმმა „ლეოპარდი“ 1963 წელს ოქროს პალმის რტო მიიღო. 1969-1972 წლებში ვისკონტიმ გადაიღო გერმანული ტრილოგია: „ღმერთების დაღუპვა“, „სიკვდილი ვენეციაში“ და „ლუდვიგი“. ის ტრილოგიის ტეტრალოგიად გადაკეთებას გეგმავდა, სურდა რა ფილმად გადაეღო თომას მანის „ჯადოსნური მთა“, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისკონტი ჰომოსექსუალი იყო. მისი პარტნიორი იყო რეჟისორი ფრანკო ძეფირელი, ხოლო მოგვიანებით ავსტრიელი მსახიობი ჰელმუტ ბერგერი, რომელმაც ვისკონტის სამ ფილმში (ღმერთების დაღუპვა, ლუდვიგი, ოჯახური პორტრეტი ინტერიერში) შეასრულა მნიშვნელოვანი როლები.

ციტატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდობა და სიბერე ერკინება – მომხიბლავი, ძალ-ღონით სავსე, ურწმუნო ახალგაზრდები და ილუზიებს მოკლებული, მოგონებებში ჩაფლული, თავიანთი გამოცდილებითა და კულტურით თავმომწონე მოხუცები“
(ლუკინო ვისკონტი)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thomson, David. (15 თებერვალი, 2003) The decadent realist. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.