იტალიური ნეორეალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოსტერი ფილმიდან "ველოსიპედების გამტაცებლები".
კინოფილმის "ცდუნება" პოსტერი.

იტალიური ნეორეალიზმი -- მიმდინარეობა კინემატოგრაფიაში, რომელიც დაიწყო 1943 წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ."-თი.

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი იყო ისტორიები ღარიბი და მუშა კლასის შესახებ, არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით მეორეხარისხოვან და ხშირად მთავარ როლებშიც. იტალიური ნეორეალიზმის ფილმების ძირითადი თემა ომისშემდგომი იტალიის მძიმე ეკონომიკური და მორალური ვითარება იყო, რაც აისახა იტალიელების კოლექტიური ფსიქოლოგიაზე. ყოველიდღიური ცხოვრების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც განპირობებული იყო დამარცხებით, სიღარიბითა და უკიდურესი გაჭირვებით. ჩინეჩიტა (კინოსტუდიათა კომპლექსი რომში - იტალიის კომერციული კინოს ცენტრი 1936 წლიდან) ლტოლვილთა მიერ იყო დაკავებული. მიუხედავად ამისა და განადგურებული ინფრასტრუქტურისა, კინოფილმების გადაღება სტუდიის გარეთ მაინც მიმდინარეობდა,

მიმდინარეობა განვითარდა კინოკრიტიკოსთა წრეში, რომელიც ჟურნალ "სინემას" ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის იყვნენ მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, ჯანი პუჩინი, ჯუზეპე დე-სანტისი და პეტრო ინგრაო. ვინაიდან პოლიტიკაზე წერა აკრძალული იყო (ჟურნალის მთავარი რედაქტორი თავად ვიტორიო მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის ვაჟი იყო), კრიტიკოსები თავს ესხმოდნენ ე.წ. "ტელეფონო ბიანკო" ფილმებს, რაც იმ დროინდელ კინოინდუსტრიაში დომინირებდა. პოპულარული ფილმების მდარე ხარისხის დასაპირისპირებლად ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ იტალიური კინო საუკუნის დასაწყისის რეალისტ ავტორებს უნდა მიბრუნებოდა.

ნეორეალისტები ფრანგი პოეტური რეალისტების ძლიერ გავლენას განიცდიდნენ. მიქელანჯელო ანტონიონი და ლუკინო ვისკონტი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჟან რენუართან. ამასთან, მრავალი ნეორეალისტი კინორეჟისორი საკუთარ ხელწერას ავითარებდა კალიგრაფისტურ ფილმებზე მუშაობისას (ეს ხანმოკლე მიმდინარეობა აღმოჩნდა, თუმცა ნეორეალიზმისგან საკმაოდ განსხვავდებოდა). ნეორეალიზმის ელემენტები შეინიშნება ალესანდრო ბლასეტის ფილმებში და ფრანჩესკო დე რობერტისის დოკუმენტურ ფილმებში. ნეორეალიზმის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედი იყო "ტონი" (რენუარი, 1935) და "1860" (ბლასეტი, 1934).

კინოფილმის "უმბერტო დ." პოსტერი.

წინამორბედები და გავლენა[რედაქტირება]

მნიშვნელოვანი ნამუშევრები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]